Live Camera
KA EN RU

გაჯანსაღებისა და დეტოქსიკაციის პროგრამა

„ლიც“-ის გაჯანსაღების პროგრამა შემუშავებულია ამერიკის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის რეკომენდაციების მიხედვით დავით ტვილდიანის  უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ექიმების მიერ, რომლებიც ამჟამად მუშაობენ ამერიკის წამყვან კლინიკებში.

     სპეციალური კომპიუტერული დანადგარით სხეულის ქსოვილოვანი შემადგენლობის განსაზღვრის შემდეგ დგება ინდივიდუალური პროგრამა  დიგესტიური ყველა ტიპის ადამიანისთვის.

 პროგრამის დაწყებამდე ხდება მონაწილის კლინიკური მდგომარეობის შეფასება, რისთვისაც წინასწარ შეკრებილ ინფორმაციასთან ერთად ადგილზე ტარდება კლინიკური გამოკვლევები:

 • ელექტროკარდიოგრაფია;

 • ექოკარდიოგრაფია;

 • სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევა;

სხეულის ქსოვილოვანი შემადგენლობის საფუძველზე (ცილოვანი, ცხიმოვანი, ძვლოვანი, სითხით უჯრედშორისი და უჯრედშიდა გაჯერება) ხდება კვებითი და დატვირთვის რეჟიმების შემუშავება:

   კვება 4-5 ჯერადია დღეში, რომლის დროსაც მონაწილე ღებულობს ინდივიდუალურად დაბალანსებულ კერძებს და წვენებს, დამზადებულს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან.

  დატვირთვის ხარისხის და ხანგრძლივობის შერჩევაც ინდივიდუალურად ხდება მიზნებისა და შესაძლებლობებისგან გამომდინარე. დატვირთვები შეიძლება მრავალფეროვანი იყოს: 

  • სიარული;
  • ცურვა;
  • აკვააერობიკა;
  • სამეჯლისო ცეკვები;
  • ჰაიკინგი;
  • სავარჯიშო დანადგარები და ა.შ.

გაჯანსაღების პროგრამა გთავაზობთ ასევე დამატებით პროცედურებს:

• კოლონიკი - ნაწლავების კომპიუტერიზირებული გამორეცხვა; 

  ეს პროცედურა ხელს უწყობს ორგანიზმიდან შლაკების და ტოქსინების გამოძევებას, რაც იმუნური სისტემის გაძლიერებას იწვევს. ეს კი თავის მხრივ, ბევრი დაავადების სიმპტომების შემცირებას ან გაქრობას განაპირობებს.

• როგორც ემოციურად დადებით, ასევე სამკურნალო ეფექტს იძლევა სხვადასვა ტიპის მასაჟები:

   - მოსადუნებელი ;

   - ღრმა ქსოვილების;

   -  ლაზერული;

   - ქაფინგი;

   - ცხელი ქვებით და სხვა;

  გაჯანსაღების პროგრამის რეკომენდირებული ხანგრძლივობა ორი კვირაა, თუმცა  არსებობს ასევე 1, 2, 3 და 7 დღიანი პროგრამები. 

 პროგრამის სრული კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები ბრუნდებიან სახლში საუკეთესო განწყობით, მოზღვავებული ენერგიით და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სამედიცინო მონაცემებით როგორც ენდოკრინული, ისე გულ-სისხლძარღვთა და გასტრო-ინტესტინალური სისტემების მხრივ.

დაგვიკავშირდით:   Clinic@Litzresort.Com

აღმოაჩინეთ ჩვენი უპირატესობები