ფაგოთერაპია
ფაგები, (ანუ ბაქტერიოფაგები) - ბაქტერიების ბუნებრივი მტრები არიან. ფაგები რომ არ არსებობდნენ, დღეს დედამიწაზე ალბათ მხოლოდ ბაქტერიები იარსებებდნენ. ფაგები მიკროორგანიზმებია, რომელთაც თავისი ბირთვი არ გააჩნიათ, და იმისათვის რომ გამრავლდნენ და იარსებონ, უნდა მოძებნონ ბაქტერიები, რომელთაც ზუსტად შეესაბამისი დნმ აქვთ, ჩაინერგონ შიგნით და იქ გამრავლდნენ. გამრავლებული ფაგები ხეთქავენ ბაქტერიას, გარეთ გამოდიან და შემდეგ სხვა ბაქტერიებში ინერგებიან. ამგვარად ისინი ჯაჭვური რეაქციით ვრცელდებიან ყველა ბაქტერიის მოსპობამდე, და მერე თვითონაც კვდებიან, რადგან ვეღარ მრავლდებიან.
ბუნებაში ყველა სახის ბაქტერიას თავისი შესაბამისი ფაგი ჰყავს. ჩვენი კომპანიის განკარგულებაშია ფაგების მსოფლიოში ყველაზე დიდი კოლექცია, რომელიც ელიავას სახელობის თბილისის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტს აქვს. აღსანიშნავია, რომ ფაგები მოქმედებს მხოლოდ თავის შესაბამის ბაქტერიაზე და აბსოლუტურად უვნებელია სხვა ტიპის ბაქტერიებისთვის, ასევე ადამიანის, ცხოველის და მცენარის უჯრედებისთვის. ამიტომ, ანიტიბიოტიკებისგან განსხვავებით, ფაგების გამოყენებით შესაძლებელია მხოლოდ „ცუდი“ ბაქტერიების მოსპობა, და „კარგი“ ბაქტერიების შენარჩუნება, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობისთვის. ამავე დროს, ბაქტერიებმა წლების განმავლობაში გამოიმუშავეს მდგრადობა ყველაზე ძლიერი ანტიბიოტიკების მიმართაც კი. მაგრამ ისინი ვერ ხდებიან ფაგების მიმართ მდგრადი, რადგანაც ფაგებიც ცოცხალი ორგანიზმებია, და იმისათვის რომ გადარჩენ, ისევე უნდა განიცადონ მუტაცია, როგორც ამას ბაქტერიები აკეთებენ.
ფაგებით შესაძლებელია სრულად განიკურნოს ისეთ ქრონიკული ბაქტერიული დაავადებები, რომლებსაც ვერ ერევა ყველაზე ძლიერი ანტიბიოტიკებიც კი.
მეტი ინფორმაცის მისაღებად და დასარეგისტრირებლად დაგვიკავშირდით Clinic@Litzresort.Com