Live Camera
KA EN RU

Litz Resort

მასაჟების მენიუ

რელაქს მასაჟი

არომატული ეთერზეთების გამოყენებით ამშვიდებს გონებას და ნერვულ სისტემას, არეგულირებს სისხლის მიმოქცევას.

ღრმა ქსოვილოვანი მასაჟი

აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის კუნთების და მყესების დაჭიმულობას, ასუსტებს მიოზიტით, ტენდინიტით და ოსტეოქონდროზით გამოწვეულ ტკივილს და მუხტავს სხეულს დადებითი ენერგიით. მასაჟს აქვს წნევის დარეგულირების ეფექტი და აძლიერებს სეროტონინის გამომუშავების, რაც საუკეთესო თვითშეგრძნების საფუძველია

ცხელი ვულკანური ქვებით მასაჟი

ანეიტრალებს უარყოფით ენერგიას და აბალანსებს ორგანიზმის ბიოველს, ხსნის სტრესს, კუნთების დაჭიმულობას და ტკივილს. ხელს უწყობს ჯანსაღ ძილს, ამცირებს შიშებს, და შეუძლია შეამცირორს აუტოიმუნური დაავადებების სიმპტომები.

ტერფის რეფლექსური მასაჟი

ძალზე სასიამოვნო პროცედურაა. ტერფი შეიცავს ათასობით ნერვულ რეცეპტორს, რომლებიც დიდ გავლენას ახდენს როგორც სხეულის ზოგად მდგომარეობაზე, ასევე ცალკეულ ორგანოებსა და სისტემებზე. ეს მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ორგანიზმში, ამცირებს დაღლილობას, დეპრესიასა და შფოთვას, არეგულირებს წნევას და აუმჯობესებს ძილს.

სკრაბი

მოგაშორებთ კანის მკვდარ ნაწილაკებს. ეს საშუალებას მისცემს თქვენს კანს უკეთესად ისუნთქოს. ეს პროცედურა ხსნის ფორებს, ხელს უწყობს შლაკების გამოძევებას და აგაცილებთ ჩაბრუნებული თმების პრობლემას. სხეული იფარება ჰიმალაის მარილის, ნუშის რძის, და ანტიოქსიდანტების ნაზავით. მისი ჩამოშორების შემდეგ კანი იფარება მკვებავი კრემით და იგი ხდება უფრო გლუვი და ერთგვაროვანი.

სკრაბი და შეფუთვა

სკრაბის მასის ჩამოშორების შემდეგ სხეული დამატებით იფარება კაკაოს, ნუშის რძის, წითელი ფორთოხლის ნაზავით და იფუთება ბამბის ქსოვილით 20 წუთის განმავლობაში. ეს კანის უფრო ღრმა დეტოქსიკაციას იძლევა.

ქაფინგი

აუმჯობესებს სისხლის და ლიმფის მიმოქცევას, ხელს უწყობს ანთებადი პროცესების ჩაქრობას, ტოქსინების გამოდევნას, ტკივილის გამომწვევი წერტილების, შეხორცებების და ნაწიბურების მოდუნებას და აუმჯობესებს სახსრების მოძრაობის დიაპაზონს.

თავის მასაჟი

მოიცავს თავს, კისრისა და მხრების ზონას და მოგიხსნით სტრესს და დაძაბულობას. ძალიან ეფექტურია თავის და კისრის ტკივილების დროს, არეგულირებს წნევას, ტვინში სისხლის მიმოქცევას და შეიძლება თმების ზრდასაც შეუწყოს ხელი.

ჰიდროკოლონოთერაპია

მსხვილი ნაწლავების განთავისუფლებაა ტოქსინებისა და შლაკებისგან კომპიუტერული დანადგარის მეშვეობით. იგი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის და ენდოკრინული სისტემების დარეგულირებას და მნიშვნელოვნად აძლიერებს იმუნურ სისტემას. ეს თავის მხრივ ბევრი ავადმყოფისგან გაჯანსაღებას უწყობს ხელს: კანიდან და თმებიდან - შინაგან ორგანოებამდე.